Tuesday, December 20, 2011

ჭაობების  ამოშრობა  და დამაჭაობებელი  წყლების  საყოფაცხოვრებო  მიზნებისათვის გამოყენება სოფელ თოხლიაურში

პრობლემის  აღწერა:  სოფელი  თოხლიაური  მდებარეობს  საგარეჯოს  რაიონში,  ქალაქიდან არმოსავლეთით  10 კმ  დაშორებით.იგი  გომბბორის  ქედის  სამხრეთ  დასავლეთი  კალთების ძირას  ამფითეატრისებურადაა  გაშენებული.მოსახლეობა  ცხოვრობს  ქედის  კალთებზე,  ხოლო  სახნავ– სათესი  მიწები  და  ვენახები  ივრის  ზეგანზეა.ამ  ტერიტორიების  დიდი  ნაწილი  დიდი  ხანია  განიცდის  დაჭაობებას. 
სოფელში  ასებობდა  სადრენაჟო  არხები  რის  შედეგადაც   ჭაობები  დამშრალი  იყო.ბოლო  პერიოდში  სადრენაჟო  არხების  მოშლის  შედეგად  კვლავ  აქტიურად  დაიწყო  ადგილების  დაჭაობება . 
მიზანი:  ჩვენი  მიზანია  მოსწავლეები აქტიურად  ჩავრთოთ  კვლევით  საქმიანობაში.  დავადგინოთ  მიზეზები  რომლებიც  იწვევენ  ადგილის  დაჭაობებას. გამოვუმუშაოთ  მოსწავლეებს  კვლევის,  დაკვირვების,  ანალიზისა  პრობლემის  დამოუკიდებლად  გადაჭრის   უნარ– ჩვევები.
აქტუალობა:  პროექტი   აქტუალურია  იმდენად,  რომ    კვლევა– ძიების  შედეგად   მოსწავლეები  შეძლებენ  სათანადო  ორგანოებს  მიაწოდონ  მუშაობის  შედეგები,  რაც  საშუალებას  მისცემთ  მათ  სიტუაცია  დაუქვემდებარონ   კონტროლს.  წყალი,  რომელიც   მინდვრებს  აჭაობებს  მოსახლეობის  სამსახურში  ჩააყენონ.
პრობლემის   გადაჭრის  გზები: ავიწყეთ  გამომწვევი  მიზეზების  ძიება.  თოხლიაურს  დასავლეთიდან  ჩამოუდის  მშრალ  კალაპოტიანი  მდინარე,  რომელსაც  ყიასაანთ  რიყეს  ეძახიან.  მისი  გეოლოგიური  აგებულების   სესწავლამ  გვიჩვენა,  რომ   ამ  რიყეს  ერთგან  თიხისაგან  აგებული  მთა  აქვს  ჩაჭრილი  და  ამ  ტერიტორიაზე   წყალ  გაუმტარი  თიხის  ფენა  იმდენად  ახლოა,  რომ  რიყეს  გარდიგარდმო  თითქმის  კეტავს  და  წყალი  ზემოდან  მიედინება,  ხოლო  როცა  ამ  ზონას  გასცდებაისევ  იკარგება.   ჩვენი  გამოკვლევებითაქედანწასული  წყალი  აჭაობებს  მინდვრებს.  ეს  ჭაობები  შეგვეძლო  ისევ  დრენაჟით  დაგვეშრო,  მაგრამ  უკეთესია  თუ  ჩვენ  ამ  პრობლემას   თავიდან  გადავჭრით  ანუ  დრენაჟს  მოვაწყობთ  ყიასაანთ  რიყეში.   თიხის  წყალგაუმტარი  ფენები  აქ  ქმნის  ბუნებრივ  ბარიერს  და  იქმნება  ბუნებრივი წყალსაცავები.  გეოლოგიური  აგებულება  და  ვიზუალური   დაკვირვება   მოწმობს,  რომ  თოხლიაურში   ასეთი  დიდი  წყალცაცავია.  თუ  ამ  თიხის  ფენასი   დრენაჟს  ჩავდებთ   შევძლებთ   წყლის  რეგულირებას   მოსახლეობის  სასარგებლოდ:  
შედეგი;
1.      დაშრება  ჭაობები.
2.      სოფელი  მომარაგდება  სასმელი  წყლით.
3.      მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ  დამოუკიდებელი  კვლევის  უნარ– ჩვევები.
4.      მოსწავლეები  შეძლებენ  პრობლემის  დამოუკიდებლად  გადაჭრას.